მიწის რეგისტრაციის რეფორმა 31 დეკემბრამდე გრძელდება

18 ოქტომბერი 2018, 00:00 1685 ნახვა

 მიწის რეგისტრაციის რეფორმა 31 დეკემბრამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურებით ამ დროისთვის 554 ათასზე მეტი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზისა და განცხადების წარმოდგენის შემდეგ ეხმარება მოქალაქეებს საბუთების მოძიებაში და უფასოდ სთავაზობს სერვისებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. პროცესი 1 აგვისტოდან დაიწყო. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; რეფორმის დასრულების შემდეგ საკუთრების უფლების დარეგისტრირება კვლავაც შესაძლებელი იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი