ახალი სივრცე ჟურნალისტების, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნა. ხუთთვიანი პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინიციატივით წინასაარჩევნოდ შეიქმნა. ცენტრი მსურველებს საშუალება მისცემს ნეიტრალურ სივრცეში გამართონ ბრიფინგი, ორგანიზება გაუკეთონ პოლიტიკურ დებატებს და შიდაპოლიტიკურ შეხვედრებს. მედიის წარმომადგენლებს კი შეეძლებათ ყველა აქტივობას დაესწრონ, ისარგებლონ მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ტექნიკური აღჭურვილობით.