ციხეში განსაკუთრებული პირობების შექმნას, მირზა სუბელიანი სავარაუდოდ კახა კახიშვილს სთხოვდა - ახალი ფარული ჩანაწერები

18 ოქტომბერი 2018, 00:00 2390 ნახვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მორიგ ფარულს აუდიოჩანაწერში ასაჯაროებს. სადაც სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ფიგურირებს. „კურიერის“ ინფორმაცით, მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება და უყვება, რომ ციხეში მისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა კახი კახიშვილს სთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპრომატების გამოქვეყნებით დაემუქრა. 

სავარაუდოდ 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობას, ასევე მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

„მირზა სუბელიანი - „ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო'' - ნათქვამია ჩანაწერებში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

კახა კახიშვილი 2015 წლის 1 აგვისტოდან, 2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო. 

მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან 6 თვის შემდეგ, 9 ივნისს დააკავეს. გამოძიებას პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მოწმეებზე ზემოქმედების და ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი