თევზის მეურნეობები - სპეციალისტთა ნაკლებობის გამო დაზარალებული მეწარმეები

17 ოქტომბერი 2018, 00:00 1999 ნახვა

არსებობს  თუ არა რეგიონში საკალმახე მეურნეობების დახურვის საფრთხე? თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, აჭარაში 120-მდე  თევზსაშენი იყო, ამ დროისთვის კი მათი რიცხვი 13-მდე შემცირდება. მეწარმეები ძირითად მიზეზად იხტიოპათოლოგიის დეფიციტს ასახელებენ, რომელიც შეძლებს  პათოლოგიის დიაგნოსტირებას, რის გამოც ლიფსიტები იხოცებიან.

შექმნილი ვითარების გამო საკალმახე მეურნეობების მფლობელები  აკვაკულტურის  განვითარების სხვა მიმართულებაზე ფიქრობენ. რაც შეეხება  აჭარის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს, აქ მხოლოდ მზა პროდუქტის, ანუ თევზის ლაბორატორიული შემოწმებაა შესაძლებელი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი