ტექნიკის სიახლეებსა და აგრო სასურსათო პროდუქციას მეორე დღეა ეცნობიან ბათუმის საგამოფენო პავილიონებში . ციტრუსი, რძის ნაწარმი, ადგილობრივი კერძები, ღვინო და თაფლი- აგრო გამოფენაზე დამთვალიერებელს, არა მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ტექნოლოგიების ნახვის საშუალებაც აქვს.
აგრო - ბათუმი 2018'' -ში 8 ქვეყნის: საქართველოს, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, გერმანიის, ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის 60- მდე კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო გამოფენა ხვალ დაიხურება.