დაბა ხიჭაურში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე გარე ფასადების შეღებვა მიმდინარეობს. 3 სახლის ფასადის შეღებვისთვის პროექტით 50 ათასი ლარია გათვალიწინებული. მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლებს ფასადების რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, სულ დაბა შუახევსა და ხიჭაურში 5 საცხოვრებელი სახლის და ერთი საჯარო დაწესებულების შენობის ფასადი მოეწყო.