ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ქალი დაშავდა, ის ისრაელის მოქალაქეა.
მგზავრი ქალაქში ტაქსით გადაადგილდებოდა.
დაზარალებული მოქალაქე, ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.