სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არასამთავრობო სექტორი პასუხობს

06 ოქტომბერი 2018, 00:00 1886 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არასამთავრობო სექტორი პასუხობს. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ როდესაც კანდიდატს მმართველი გუნდი უჭერს მხარს, მის მიმართ რა თქმა უნდა იქნება კრიტიკული შეფასებები.თუმცა მისი თქმით არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკას არც სხვა კანდიდატებს აკლებენ.  სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მესამე სექტორი საკუთარი გამოწვევის სიმაღლეზე არ დგას. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით ენჯეოები, რასიზმსა და ქსენოფობიაში მას მტკიცებულებების გარეშე სდებენ ბრალს.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მას შემდეგ,რაც „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა მხარი, ისინი მარტო დარჩნენ და არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერა არ ექნებათ. უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არათანაბარ სიტუაციაში მიმდინარეობს, რასაც არასამთავრობო სექტორი განაპირობებს. სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს განაგრძობს, პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი