რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ქვაკუთხედი გახლავთ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრისას.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, საერთო ინტერესების გარდა, საქართველო და მოლდოვა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან; ორივე ქვეყანას, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, ძლიერი და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება.