ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ აჭარის ხელისუფლება საავადმყოფოს ახალი შენობის დასრულებას აჭიანურებს. ფიქრობენ, რომ საავადმყოფოს მისაკუთრებით კონკრეტული კორპორაცია დაინტერესებული. თუმცა კონკრეტულ კომპანიას არ ასახელებენ. ექიმები მოითხოვენ მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს მშენებლობისა და აღჭურვისთვის საჭირო თანხები.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ. აცხადებენ, რომ სახელმწიფო არ აპირებს გაასხვისოს რესპუბლიკური საავადმყოფო. ამის შესახებ ჩვენს ეთერში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც განაცხადა. რაც შეეხება საავადმყოფოს მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად ვადების გახანგრძლივება და პროექტში ცვლილებების შეტანა სახელდება, სამინისტროს ინფორმაციით, შენობის ტექნიკური აპარატურით აღჭურვა ამ ეტაპზე თანხების არ არსებობის გამო ვერ მიმდინარეობს.