საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერების, დარგობრივი თანამშრომლობის, სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და საპარლამენტო განზომილების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს. სხდომის შემდეგ, მთავრობათა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა ოქმი სუამ-ის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის.