ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა აქვს. შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენდა . საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.