გაზის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი საცხოვრებელი კორპუსი

05 ოქტომბერი 2018, 00:00 1790 ნახვა

განახლება 12:30: ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' ინფორმაციით, ბაგრატიონის 102 ნომერში, კორპუსის სადარბაზოში ელექტროენერგია ჩაირთო, თუმცა ამ დროისთვის შიდა გაყვანილობის დაზიანების გამო, მე-12, მე-13 და მე-14 სართულებზე მცხოვრებლებს დენი არ მიეწოდება. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა მოგვარების შემდეგ შუქის მიწოდება სრულად აღდგება.

ბაგრატიონის ქუჩაზე  მრავალსართულებიანი  საცხოვრებელი  სახლის მცხოვრებლების ნაწილს , სადაც გუშინ ხანძარი იყო ,ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ''ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით , ენერგო შეზღუდვაზე გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც დაზიანებული სადენები მოწესრიგდება შუქის მიწოდება აღდგება. მოსახლეობას  არც ბუნებრივი აირი  აქვს. 

რაც შეეხება ზარალს - მერიაში განმარტავენ,  რომ მდგომარეობის შესწავლა გრძელდება და  ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს , რომელიც ბინაში ქირით ცხოვრებდა, ალტერნატიულ ფართშია  გადაყვანილი.

გუშინ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში, ცეცხლი მეთორმეტე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში