საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩევლობის კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას დაამტკიცებენ დღეს ბიუროს სხდომაზე. უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი სავარაუდოდ ნოემბერში უნდა აირჩიოს.
კონკურსში მონაწილე 11 პირიდან კი კომისიამ უმაღლეს საბჭოს მინიმუმ 3 კანდიდატი შესთავაზოს. დღესვე ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებაზე იმსჯელებენ.