ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს

04 ოქტომბერი 2018, 00:00 1590 ნახვა

სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით,  გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა  სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი.  ყიფიანი აცხადებს, რომ ის და ზაზა ოქუაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკეთებდნენ ყალბ ჩანაწერებს, თითქოს „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, აღნიშნული  ჩანაწერები ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან წარსადგენად სჭირდებოდა. პროკურორის განმარტებით, ლევან ყიფიანს  დაუსვეს ყველა ის შეკითხვა, რომელიც გამოძიებას აინტერესებდა. გიორგი ოსაძის  თქმით,  მოწმემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში დამზადდა და გავრცელდა ჩანაწერები.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი