60-მდე ოჯახი ჭავჭავაძის და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მშენებლობის დროულ დასრულებას ითხოვენ

02 ოქტომბერი 2018, 00:00 2736 ნახვა

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. 60-მდე ოჯახი  ჭავჭავაძის და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების  კვეთაში  მშენებლობის დროულ დასრულებას ითხოვენ.  აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე წლის წინ მათ ფართების შესაძენად  თანხები გადაიხადეს, თუმცა  ბინები  დღემდე არ მიუღიათ.   

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში  საქმესთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.  სხდომას  ბინის ახალი მესაკუთრის წარმომადგენელი ესწრება, რომელმაც ჩვენთან საუბარში განმარტა რომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართი სახელმწიფოსგან კანონის დაცვით შეისყიდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში