''ერთი მსახიობის თეატრი ღიმილის მომგვრელია'' - გამოძალვაში დადანაშულებული გახარია ოქუაშვილს პასუხობს

01 ოქტომბერი 2018, 00:00 2101 ნახვა

"ისიც მითხრეს, რომ გავწითლებულვარ? ეს ერთი მსახიობის თეატრი ღიმილის მომგვრელია. ხანზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში ყველა გადაიხდება". 

იმყოფებოდა თუ არ გახარია  ბიზნესმენისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე, გახარიამ შეხვედრის ფაქტი დაადასტურა.

"შეხვედრა შედგა, მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს ძლევამოსილი ომბუდსმენი ვყოფილვარ. დიახ შეხვედრა იყო, რომ გაუბედურებულ კომპანიას დავხმარებოდით, რომელმაც ამხელა ვალი დააგროვა ბიუჯეტის. ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარამდე ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის. პირადად ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან -ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც" - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად მისი კომპანიის განადგურებაში და 4 მილიონის გამოძალვაში დაადანაშაულა. 

“ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას 4 მილიონის გამოძალვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზაზა ოქუაშვილმა ''რუსთავი 2-ის'' ეთერში ისაუბრა. 

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა უშუალოდ თხოვა 4 მილიონი ლარი იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ ბიზნესმენს 25 მილიონი უკან დაბრუნებოდა. მისივე მტკიცებით, თანხის გამოძალვაში ჩართულები იყვნენ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი