დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია ეპარქიასთან

30 სექტემბერი 2018, 00:00 1620 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გამართული აქცია ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დეკანოზის ოჯახი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტს დუმილის დარღვევას თხოვს.  მათი განცხადებით,    მეუფე დიმიტრიმ დეკანოზის ციხეში ყოფნის მიზეზი იცის, თუმცა ამაზე არ საუბრობს. 

ოჯახის წევრების თქმით, მიტროპოლიტი დიმიტრი და ეპარქიის სხვა წევრებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და არც  საქმით დაინტერესებულან. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი არ აკონკრეტებს რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს  მიტროპოლიტი. კამათი და გაღიზიანება გამოიწვია აქციასთან ეპარქიის სპიკერის მისვლამ, იოანე გორელიშვილის თქმით,  მიტროპოლიტი საქართველოში არ იმყოფება.  მისი ინფორმაციით,   მეუფე თანახმა იყო დეკანოზის შეწყალებაზე და მან პირადად მიმართა პრეზიდენტის მრჩეველს.

ამავე კატეგორიაში