ხულოში სამ სოფლამდე 12 კილომეტრიანი ასფალტის საფარი იგება

30 სექტემბერი 2018, 00:00 1500 ნახვა

ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს მიმართულებით გზისა და საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  მოეწყო 3 კილომეტრამდე სიგრძის ორფენიანი ბეტონის საფარი და ათზე მეტი საყრდენი კედელი, აშენდა ახალი ხიდიც.

პროექტის ფარგლებში, მთლიანობაში 12 კილომეტრზე მეტი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაა გათვალისწინებული. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 416 ათას 859 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი