თავდაცვის სამინისტრო წყნარი ოკეანის რეგიონიდან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს პირველად მასპინძლობს. ლევან იზორია ფიჯის რესპუბლიკიდან კოლეგას - შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო წვრთნისა და განათლების სფეროში.
ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.