საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტების შეხვედრა

27 სექტემბერი 2018, 00:00 2091 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას შეხვდა. შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო იყო.

მხარეებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ამ საკითხის საერთაშორისო და ევროკავშირის დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა. საუბარი, ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი