ბათუმის მე-13 საავტორო კინოფესტივალი დასრულდა

24 სექტემბერი 2018, 00:00 2076 ნახვა

''ბიაფი 2018“ დასრულდა. დასკვნითი ღონისძება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. გამოვლინდნენ საერთაშორისო ჟიურის და ქართველი კინოკრიტიკოსების მიერ შერჩეული გამარჯვებული ფილმები სხვადასხვა სექციაში.

საერთშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო ნომინაციაში გასცა. საერთაშორისო, მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. 

ქართველ კინოკრიტიკოსთა რჩეული სერგეი ლოზნივას მხატვრული ფილმი "დონბასი" გახდა. გრანპრი  რიჩარდ ბილგემის ფილმს "რეი და ლიზის " გადაეცა, ბიაფის პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის კი  კინემატოგრაფ გელა კანდელაკს. ​კინო-ოპერატორს ლომერ ახვლედიანს და კინო-კომპოზიტორ სოსო ბარდანაშვილს.

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი მეცამეტედ გაიმართა და 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში