ტერაქტი ქაბულში

23 ივლისი 2016, 00:00 2669 ნახვა

მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა ავღანეთში. 61 ადამიანი დაიღუპა და 207 დაშავდა ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად.  აფეთქების უკან, რომელზეც პასუხისმგებლობა უკვე აიღო ისლამურმა სახელმწიფომ, სამი თვითმკვლელი ტერორისტი იდგა. ინციდენტი ავღანეთის დედაქალაქის დეხმაზანგის რაიონში  ხალხმრავალი მიტინგის დროს მოხდა. აქციის მონაწილეები ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებდნენ.  ერთ-ერთი თვითმკვლელი, ქალის ტანსაცმელში იყო გადაცმული, მან შაქიდის ქამარი აამოქმედა. მეორე თვითმკვლელის  ბომბი არ ამოქმედდა, მესამე თვითმკვლელის ლიკვიდაცია პოლიციამ ადგილზე შეძლო. 

ამავე კატეგორიაში