რატომ დაგვიანდა ღია ცის ქვეშ კინოჩვენება?

21 სექტემბერი 2018, 00:00 2007 ნახვა

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში გუშინ საღამოს დაგეგმილი კინოჩვენება ღია ცის ქვეშ დაგვიანებით დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით, ევროპის მოედანზე კინოჩვენების დროს როკ-კონცერტი მიმდინარეობდა, რომელიც 18 საათის ნაცვლად 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, რამაც კინოჩვენებას ხელი შეუშალა. 

ფესტივალის  მენეჯერის თქმით, კინოჩვენებისთვის სხვა ტერიტორიის გამოყოფის თხოვნით მერიას მიმართეს, თუმცა საკითხი მოუგვარებელი დარჩა. მერიაში აცხადებენ, რომ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი