თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს.
ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი კი მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთან აუდიენციისას განიხილა.