პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა გრძელდება

21 სექტემბერი 2018, 00:00 1874 ნახვა

2017 წლის ერთ-ერთ გახმაურებული საქმის შესახებ მომზადებულ  დასკვნაზე, რომელზეც საგამოძიებო ჯგუფმა  სამი თვე იმუშავა პარლამენტში მსჯელობა გრძელდება. პროცედურულად ჯერ დოკუმენტი დეპუტატებმა ცნობად უნდა მიიღონ, რის შემდეგაც სხდომაზე უმრავლესობის მიერ  მიღებულ დადგენილებაზე იმსჯელებენ.

გუშინდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომისიამ დაადგინა, რომ მაღალჩინოსნები ხელს აფარებდნენ კონკრეტულ ახალგაზრდებს, რათა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მათი როლი არ გამოკვეთილიყო. პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს რომ კომისიამ ვერ დაადგინა თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი