საქართველოში მოძრაობის უსაფრთხოება 550 ვიდეოკამერით კონტროლდება

20 სექტემბერი 2018, 00:00 2124 ნახვა

საქართველოს მასშტაბით 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა. დღეს საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია, კახეთში კი სიჩქარის მზომი 3 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, სექციური კონტროლის სისტემით 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში ზაფხულის განმავლობაში, ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა, მათ შორის  ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე. 

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით შემცირდა, დაშავებულ პირთა რაოდენობამ კი 5%-ით იკლო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი