ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი „ედ ბლექ სი“ გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. 3 დღის განმავლობაში ფარული კენჭისყრის მეშვეობით ფესტივალის ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს.
საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილი იქნება 700-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 10 კატეგორიაში გადანაწილდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ა ტენდენციების შესახებ.