ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნას დღეს პარლამენტში მოისმენენ. დოკუმენტს სერგი კაპანაძე წარადგენს. საგამოძიები კომისიის დასკვნის თანახმად, უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი ფიგურანტის მიმართ. კომისიის შეფასებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები რომ მ.კ. სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა.