საიამ პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

19 სექტემბერი 2018, 00:00 1672 ნახვა

კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა საია-მ.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი გამორიცხავს მცირე ოდენობით მარიხუანის ნებისმიერი ფორმით შეძენის შესაძლებლობას და მას მთლიანად უკანონოდ აცხადებს, რაც არაა მართებული.

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ კანონის პროექტით არასრულწლოვნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც არ იქნება დასჯადი სრულწლოვანისთვის, გაუმართლებელია; მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებათა ჩამორთმევა კი ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.  საია მიმართავს პარლამენტს, წარდგენილ კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოს დასკვნაში ასახული მოსაზრებები და შენიშვნები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი