ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც ბათუმში უნდა ჩატარდეს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის თანაშემწე და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი არკადი დვორკოვიჩი მიიღებს მონაწილეობას- -ამის შესახებ განცხადება დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში გააკეთეს. ასმათ დიასამიძე ხელისუფლებას მოუწოდებს,დაგეგმილ არჩევნებში რუსული ინტერესების გათვალისწინება არ მოხდეს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ფიდეს საპრეზინდეტო არჩევნებში სამი კანდიდატი იყრის კენჭს: რუსეთის, ინგლისის და საბერძნეთის წარმომადგენელები. გიორგი გიორგაძის თქმით, ამ შემთხვევაში საქართველო მხოლოდ მასპინძელი ქვეყანაა და მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო გარემოს შექმნა ევალება. პრეზიდენტის კი ფიდეს 185 ქვეყნის წარმომადგენელი აირჩევს. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნები კი 3 ოქტომბრსაა ჩანიშნული.