დღეს, 18 სექტემბერს, მთელი აჭარის ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. ხვალიდან, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და 20 სექტემბრიდან სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დღეს ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იწვიმებს ხანმოკლედ, ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა ღამით +20 დღისით კი +25 გრადუსია.
ქობულეთშიც ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით +17 დღისით +24, იგივე მაჩვენებლებია ქედასა და შაუხევში.
ხულოში პერიოდულად ღრუბლიანობა იქნება, უმეტესად უნალექოდ. აქ ტემპერატურა ღამით +14, ხოლო დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება
გომარდულზეც ცვალებადი მოღრუბლულობა და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12 დღისით +20
გოდერძის უღელტეხილზე ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +16