დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

17 სექტემბერი 2018, 00:00 1489 ნახვა

დღესვე ბიუროს სხდომაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა  დარეგისტრირდება. დოკუმენტის თანახმად ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოიკვეთა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს. ამასთან, საგამოძიებო კომისია რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნაც მოხვდა. დასკვნის აღნიშნულ რედაქციას „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ ეთანხმებოდნენ. ამიტომ , საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს დადგენილების პროექტს წარუდგენს.

ამავე კატეგორიაში