ამორტიზებული და მოუვლელი სამედიცინო პუნქტები ხელვაჩაურში. აქ არსებული პირობები ასეთია: არც წყალია და არც შუქი. ექიმები ელექტროენერგიის საფასურს საკუთარი ხარჯებით ფარავენ, პაციენტებამდე კი ფეხით მიდიან. სამედიცინო პუნქტები 2017 წლიდან თვითმმართველობის, მანამდე კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო.