ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მომატება დაფიქსირდა

13 სექტემბერი 2018, 00:00 3118 ნახვა

ბათუმში, თბილისა და ქუთაისში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მომატება დაფიქსირდა, რომელიც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტო ქალაქის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს, ავტომატური სადგურები ბათუმის რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული. სააგენტოს მონაცემებით, სამ ქალაქში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული სხვა ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.  

იგივე მდგომარეობაა თბილისსა და ქუთაისში. მონიტორინგი სამივე ქალაქში დილის 9 საათზე ჩატარდა.

ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის. აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელბის გაზრდას ყველაზე მეტად ხელს უწყობს ტექნიკურად გაუმართავი და მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავის არასრული წვა. ჰაერს დაბინძურებას იწვევს სოფლის მეურნეობის დარგები და ​სამრეწველო ობიექტებიც.

სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაცია განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვისადა გულსისძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის. 

დაბინძურება მარპოვოცირებელია ისეთი დაავადებების, როგორებიცაა:  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, ბრონქიტი, ​პნევმონიები, ალერგიული დაავადებები, ფილტვის კიბო, ცვლის სისხლის ფორმულას, აზიანებს კანსა და ლორწოვანს. 

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი