დაწყებით კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 5 წუთით შემცირდა

11 სექტემბერი 2018, 00:00 3127 ნახვა

ცვლილებები, რომლებიც მოსწავლეებს დაწყებით კლასებში დახვდებათ,  სასწავლო პროგრამასა და გაკვეთილების პროცესს ეხება.  მთავარი სიახლე ახალი წიგნებია. თუმცა რეგიონის სკოლებში შეცვლილი სახელმძღვანელოები  ჯერ არ დაურიგებიათ, პედაგოგების თქმით, მათ ასევე არ უნახავთ თუ როგორია ახალი საგნის „მე და საზოგადოებ“-ის სახელმძღვანელო.

შეიცვალა უცხო ენის სასაწავლო პროგრამაც, პირველკლასელები ინგლისურს მეორე სემესტრიდან ისწავლიან, ხოლო მეხუთე კლასიდან კიდევ ერთ უცხო ენას აირჩევენ. სკოლა ვალდებული იქნება მოსწავლეს ორი უცხო ენა შესთავაზოს. მცირდება გაკვეთილების ხანგრძლივობაც. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი