ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 12 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოების გამო, ნიჟარაძის ქუჩაზე. სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
პირველ ეტაპზე, გადაადგილება აიკრძალება ნიჟარაძის პირველ ჩიხსა და მაიაკოვსკის ქუჩას შორის არსებულ მონაკვეთზე, შემდეგ კი - მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე.
ბათუმის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.