ორდღიანი საშტორმო მდგომარეობის გამო ბათუმის ნავსადგურში, ტერმინალთან მდგომი გემ ,,ალიხან კაპტან’’-ს 6 სამაგრი ბაგირიდან 4 გაუწყდა. ეკიპაჟის წევრებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რომელთაც გემი ბათუმის პორტში ბუქსირით გადაჰყავთ.
მშრალმზიდი ავარიულ მდგომარეობაშია. არ აქვს საწვავი და არც გენერატორი მუშაობს. ეკიპაჟის 9 წევრიდან ნაპირზე 2 ტექნიკური თანამშრომელი იმყოფებოდა. დანარჩენი კი ხომალდზე. ისინი ცდილობდნენ საკუთარი ძალებით გემის დამაგრებას. ამდროისთვის ეკიპაჟის ყველა წევრი გემზეა. შეგახსნებთ, რომ ხომალდი 8 თვეა ბათუმის პორტში გაჩერებულია. მეპატრონე ეკიპაჟის წევრებს ხელფასს არ უხდის. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.