ბათუმში ორი ავარიული კორპუსიდან, შესაძლოა მოქალაქეები გამოასახლონ

07 სექტემბერი 2018, 00:00 2004 ნახვა

მალე ბათუმში შესაძლოა ორი ავარიული კორპუსიდან მოქალაქეები გამოასახლონ - ეს პირველადი მონაცემია. მერიის დაკვეთით სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ავარიული სახლების რეალურ მდგომარეობას სწავლობს- როგორც გვეუბნებიან შესაძლოა მალე მათი ნაწილი დემონტაჟს დაექვემდებაროს.

კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსების მისამართები ბათუმის მერიაში დღეს არ გვითხრეს. გვითხრეს რომ საბოლოო დასკვნის შემდეგ გაასაჯაროვებენ ინფორმაციას.

გამოსახლების შემთხვევაში ბათუმის მერია ოჯახების საცხოვრისით დასაკმაყოფილებლად რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორისაა ახალი კორპუსის მშენებლობა ინვესტორის ჩართულობით.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში