რეკომენდაციების შესრულება - სერგი კაპანაძე ხელისუფლებას

06 სექტემბერი 2018, 00:00 1762 ნახვა

საგამოძიებო კომისიის სამთვიანი მუშაობა შეაფასა კომისიის თავმჯდომარემ. სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და შესარულონ ის რეკომენდაციები, რომლებზეც  დასკვნაშია საუბარი. სერგი კაპანაძის თქმით, ასევე უნდა დაიწყოს სისხლის სამრთლებრივი დევნა მიხეილ კალანდიას .

კომისიის თავჯდომარე აცხადებს, რომ  შესაძლებლობის ფარგლებში საქმესთან დაკავშირებით  კომისიამ დაადგინა და გამოკვეთა ობიექტური ჭეშმარიტება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით.  დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნას რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ეხება, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.  არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა დადგენილების პროექტს მოამზადებს, რადგან ამას არ აპირებს დროებითი საგამოძიებო კომისია.

ამავე კატეგორიაში