თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 5 სექტემბერს გაასაჯაროვებს საბოლოო დასკვნას - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სხდომები გაიმართება 1-ელ, 2, 3 და 4 სექტემბერს, 5 სექტემბერს კი დასკვნას და რეკომენდაციებს უყრიან კენჭს. დეპუტატის თქმით, „ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილი პროექტი ეყრდნობა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც გამოვლინდა კომისიის სხდომების და მასალების შესწავლის დროს.