''აიხილე თვალი'' - შეაჩერე ძალადობა - ამ სლოგანით, ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, იუესადის ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, აქცია-კონცერტი გამართა.
აქტივობის მიზანი, ოჯახში ძალადობის მიმართ მოსახლეობის მგრძნობელობის ამაღლება და ინფორმაციის გავრცელებაა იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სთავაზობს.