ბათუმში ერთი ტონა ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს. მაცივრებში გადამალული ხორცი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა. ამის შესახებ შესახებ ინფორმაცია სააგენტოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა მიაწოდა. კონტროლის შედეგად ბიზნესოპერატორი – შპს „ბაკური“ 500 ლარით დააჯარიმეს.ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ჯარიმით არ კმაყოფილდება და აპირებს ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას მიმართოს. მერაბ ღოღობერიძე შპს-ს ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვს.შპს ბაკურს ჩვენი გადამღები ჯგუფი ვერ დაუკავშირდა.