„კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს“-ასე ფიქრობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორემ განცხადება საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გააკეთა. უწმინდესის თქმით თანდათან სრულყოფილი გახდება კონსტიტუცია და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას. სახელმწიფოს ძირითადი კანონი 1995 წლის 24 აგვისტოს მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო.
მას შემდეგ ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებები რამდენიმეჯერ განხორციელდა, ძირეულად კი რამდენიმე მუხლი ბოლო 10 წელიწადში ორჯერ შეიცვალა - 2010 წელს წინა ხელისუფლების დროს და გასულ წელს მოქმედი პარლამენტის პირობებში. ახალი რედაქცია, რომელიც დღეს დაიბეჭდა, არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.