სოფელ  ქედქედის   მოსახლეობის პროტესტი

24 აგვისტო 2018, 00:00 1720 ნახვა

სოფელ ქედქედის მოსახლეობა „მაჭახელა ჰესის“ შესაძლო გაფართოებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ობიექტის ოპერატორი კომპანია მდინარეზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას და უფრო დიდი  ჰიდროელექტროსადგურის აგებას გეგმავს. მათი განმარტებით, ამის მტკიცების საფუძველს ის ფარული სამუშაოები იძლევა,რომელიც ადგილზე პერიოდულად,სოფლის მცხოვრებლებთან, რწმუნებულთან და მერიასთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ჰესი აშენდება სოფელი მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველობას დაკარგავს.

ადგილობრივებთან ერთად ჰესის შესაძლო გაფართოება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც გააპროტესტეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ასეთი გეგმის არსებობა უარყვეს. ჰესის ოპერატორ კომპანია შპს “ბაკურში” კი სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს,თუმცა განგვიმარტეს, რომ ადგილზე ჩატარებული სამუშაოები ჰესის რეკონსტრუქციას უკავშირდებოდა და უკვე დასრულებულია.

ამავე კატეგორიაში