დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა. საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო , ძალაში კი 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა. მას შემდეგ ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებები პერმანენტულად შედიოდა თუმცა ძირეულად ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა და კანონში მუხლობრივი ცვლილებები ორჯერ შევიდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, კიდევ ერთი ძირეული ცვლილებები კი ქვეყნის უზენაესი კანონთა კრებულში გასულ წელს შევიდა.
დღეს, 17 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, სწორედ ამ ცვლილებების მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. კონსტიტუციის მიხედვით, "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმითა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტით.