მზადება საჭადრაკო ოლიმპიადისთვის

23 აგვისტო 2018, 00:00 2586 ნახვა

ფიდეს ფედერაცია ბათუმშია. დელეგატები ოპილმპიადისთვის განკუთვნილ  შენობებს დეტალურად ამონიტორინგებენ, ქართულ მხარეს ბოლო რეკომენდაციებს აძლევენ და მსოფლიო ოლიმპიადისთვის  ემზადებიან.

მასპინძელი მხარე პირობას დებს, რომ ერთ თვიან ვადაში სამშენებლო და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დასრულდება. ამასთან, 43-ე  საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისთან დაკავშირებით საინფორმაციო აქტივობებია დაგეგმილი.

საოცრებათა მოედანზე დღეს ფლეშმობი მოეწყობა, სადაც სიმბოლური სანახაობა გაიმართება. საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 189 ქვეყნის 4 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს.

ამავე კატეგორიაში