პატიმრის შეწყალების მოთხოვნით ადვოკატი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

23 აგვისტო 2018, 00:00 2034 ნახვა

ადვოკატი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და 61 წლის პატიმრის შეწყალებას სთხოვს. 

დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ თემურ ქობულაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამპუტირებული აქვს ორივე ფეხი, ასევე გული აწუხებს. 

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ათი წელია სასჯელს იხდის. პატიმრობაში მან კიდევ ორი წელი უნდა გაატაროს, სწორედ ამ ვადის გაუქმებას სთხოვს პრეზიდენტს უფლებადამცველი. 

პატიმარი გლდანის საპყრობილეში იმყოფება.

ამ წუთებში ოჯახის წევრები და ახლობლები საპყრობილესთან არიან შეკრებილები. 

თემურ ქობულაძე 2008 წელს დააკავეს. ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მახინჯაურში მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის მიზნით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკი ჩაუდეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი