ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 21:00-დან 22:45 საათამდე 12 შეტყობინება შევიდა.
ძლიერმა ნალექმა ბათუმში რამდენიმე ქუჩა, ასევე საცხოვრებელი სახლის სარდაფი დატბორა.
მეხანძრე-მაშველები დატბორილი სახლებიდან წყალს რამდენიმე საათის განმავლობაში ტუმბავდნენ.
ძლიერი წვიმის შედეგად რუსთაველის, ინასარიძის, გორგილაძის, გრიბოედოვის, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩები დაიტბორა.
ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში სამართალდამცველების იმყოფებოდნენ. პოლიციამ ტერიტორიის ნაწილი დროებით ყვითელი ლენტით გადაკეტა. ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ბათუმის ვიცე-მერის თენგო პეტრიძის განცხადებით, ქალაქში იყო რამდენიმე ლოკაცია, სადაც გზის სავალი ნაწილი დაიტბორა.
მოქალაქეები კი ყვებიან, რომ ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში მათი სახლის სარდაფები მუდმივად იტბორება.