ლატვიელი ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

21 აგვისტო 2018, 00:00 1939 ნახვა

ლატვიელი ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ისინი რეგიონის შესახებ მასალებს მოამზადებენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი და მთიანი აჭარა, გაეცნენ ადგილობრივ ფოლკლორსა და სამზარეულოს.

ლატვია აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ორი წლის წინ დაიწყო. სარეკლამო აქტივობები ძირითადად, გარე რეკლამას, აქტიურ ონლაინ რეკლამას, პრეს-ინფოტურების შედეგად რეგიონში ჟურნალისტებისა  და ტურისტული სააგენტოების მომწვევას ითვალისწინებს.

მზარდია აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც ლატვიიდან. 2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ეწევა, რაც სატელევიზიო რეკლამას, გარე რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრეს და ინფოტურების ორგანიზებასა და საერთაშორისო გამოფენებში აჭარის რეკლამირებას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი